გაკვეთილის მთავარი თემა
|
პითაგორას თეორემა
|
კლასი/სწავლების საფეხური
|
VIII კლასი. საბაზო
საფეხური
|
მოსწავლეთა რაოდენობა/პროფილი
|
4
|
გაკვეთილის მიზანი
|
პრაქტიკული სამუშაოს შესრულების შედეგად მოსწავლემ თავად აღმოაჩინოს
მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის
დამოკიდებულება. ჩამოაყალიბოს პითაგორას თეორემა. შეძლოს მისი
გამოყენება პრაქტიკული ამოცანების
ამოხსნისას.
|
შედეგი
|
VIII.10.ასაბუთებს
გეომეტრიული დებულებების მართებულობას. იყენებს
ალგებრულ გარდსქმნებს,ტოლობისა და
უტოლებების გეომეტრიულ დებულებათა
დასაბუთებისას.
VIII.9.პოულობს
ფიგურის ფართობს
მარტივ ფიგურებად დაყოფის ან/და
მარტივ ფიგურამდე შევსების ხერხით.
|
წინასწარი ცოდნა
|
·
რიცხვის კვადრატი; შემოკლებული
გამრავლების
ფორმულები (კერძოდ
ჯამის კვადრატის
ცოდნა).
·
არითმეტიკული კვადრატული ფესვის ცნება.
·
სამკუთხედის უტოლებები.
·
მართკუთხედის
ფართობი და პერიმეტრი.
|
საკლასო მენეჯმენტი
|
I აქტივობა.
მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა. (2წთ)
II აქტივობა.
საშინაო დავალების შემოწმება.
პრობლემური ამოცანის განხილვა მოსწავ–
ლეთა დახმარებით.(10წთ)
აღწერა: ვიზუალურად მოწმდება საშინაო
დავალება. შეკითხვით ირკვევა რომელი
სავარჯიშოს შესრულება გაუჭირდათ
ამოხსნის პროცესში. მოწმდება წინა გაკვეთილზე ათვისებული ათვისებული
მასალის ცოდნის შემოწმება. გროვდება საშინაო დავალების რვეულები მასწავლებლის
მიერ, უკეთდება კომენტარი და ფასდება.
III აქტივობა.მოსწავლეებს
შევთავაზებ
ფურცელზე დახაზონ სამკუთხედი, რომლის კათეტები იქნება 6 და 8 ერთეული, 5 და 12
ერთეული, 9 და 12 ერთეული.კათეტების კვადრატების ჯამისა და ჰიპოტენუზის
კვადრატის შედარებით გამოითქმება ვარაუდი: კათეტების კვადრატების ჯამი
ჰიპოტენუზის კვადრატის ტოლია.(10წთ)
VIაქტივობა.
მოსწავლეებს მივაწვდი ინფორმაციას პითაგორას თეორემის დასაბუთების 500–მდე სხვადასხვა
ხერხის შესახებ.პროექტორის დახმარებით კლასში განვიხილავთ სახელმძღვანელოში
არსებულ პითაგორის
თეორემის დასაბუთების ერთ–ერთ
ხერხს. დავავალებ სახლში ინტერნეტის
საშუალებით მოიძიონ პითაგორის თეორემის
დასაბუთების სხვა ხერხი.(10
წთ)
V აქტივობა.
დამოუკიდებელი სამუშაო.
მოსწავლეებს ვყოფ წყვილებად და პირველ წყვილს ვაძლევ სავარჯიშო 17, მეორე
წყვილს ვაძლევ – 18.მოსწავლეები
ჯერ დავალებას ასრულებენ ინდივიდუა–
ლურად, შემდეგ ადარებენ თავიანთ
ნამუშევრებს და შეაჯერებენ. შესრულებულ
დავალებებს შევამოწმებ რვეულებში და
შევაფასებ.(10წთ)
საშინაო დავალების მიცემა.(3წთ)
|
სასწავლო რესურსები
|
მე–8 კლასის სახელმძღვანელო,გამომთვლელი
მანქანა, დაფა, ცარცი, სახაზავი, ფანქარი, კალამი,
პროექტორი.
|
შეფასება
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუსავებული რუბრიკის მიხედვით:
1.მათემატიკური ცნებებისა და დებულებების
გამოყენება. 2.კავშირებისა დამიმართებების
დადგენა. 3.ამოცანის ამოხსნის გზა და
მისი რეალიზება. 4. დამხმარე ტექნიკური
საშუალებების გამოყენება.
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
კარგი გეგმაა მომეწონა
ReplyDelete