პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელწოდება: მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: ბავშვებმა შეძლონ მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობის გამოთვლა პრაქტიკულად და განიმტკიცონ კავშირი მოცულობის ერთეულებს შორის.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას. შეძლებენ მოცულობის თვისებების გამოყენებას ამოცანების ამოხსნისას.
4.პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის ამაღლება და მიღებული ცოდნით ცხოვრებაში სხვადასხვა პრაქტიკული ამოცანების გადაჭრა. ისწავლონ სიგრძის,ფართობის და მოცულობის ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება.
5.მონაწილეთა ასაკი: მე–6 კლასი, შესაბამისად 11–12 წლის მოსწავლეები.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 დღე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები დაეუფლებიან სხვადასხვა უნარ–ჩვევებს და გაიღრმავებენ ცოდნას კონკრეტულ საკითხში .
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, სახაზავი, სივრცითი გეომეტრიული ფიგურების მოდელები, კუბისა და მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის ყოფითი დანიშნულების საგნები.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): (I დღე) პროექტის მიხედვით თითოეულს ინდივიდუალურად დაევალა მათ სახლებში არსებული ყოფითი დანიშნულების საგნების (მართკუთხა პარალელიპიპედის ფორმის) მოცულობების გამოთვლა. (II დღე) მათ მიერ გამოთვლილი ფიგურების მოცულობების წარმოდგენა და შედარება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ეს პროექტი ხელს უწყობს ბავშვებს განიმტკიცონ მოცულობის ფორმულები და შეძლონ გამოყენება პრაქტიკაში.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლელა გელაძე
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: aleksandre119896@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: marishkamari.blogspot.com
განათლების სამინისტრო
ბლოგი
შეფასების ცენტრი
No comments:
Post a Comment